გადმოწერე▸ 📱 Android აპლიკაცია
HD
12+
652
70-იანი წლებიდან ვიდეო და კომპიუტერული თამაშები თანამედროვე ადამიანის გართობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მომგებიანი საშუალებაა. მიუხედავად, იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ვიდეო თამაშებს ხელოვნების ნიმუშის სტატუსს არ ანიჭებენ, არსებობენ თამაშები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ შესაბამის აღიარებას. (პ.ს თავის დროზე იგივეს ამბობნენ ჯერ უხმო ფილმებზე, როდესაც კაცობრიობა მხოლოდ ფოტოსურათებითა და ნახატებით ტკბებოდა, შემდგომ ფერად ფილმებზე, როდესაც ამ უკანასკნელმა, შავ-თეთრი ჩაანაცვლა). თუმცა, რაც მეტი დრო გადის და იხვეწება ტექნოლოგიები, ვიდეო თამაშები მეტად პოპულარული და აღიარებადი საგანი ხდება კაცობრიობისათვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს ვიდეოთამაშები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხელოვნების ნიმუშის სტატუსი: „Dark Souls“, „Uncharted“, „Mortal Kombat“ „Zelda“ „Metal Gear Solid“ „Warcraft“, „God Of War“ „Hollow Knight“ „Mario“ და კიდევ სხვა მრავალი. შესაბამისად, კომპიუტერული თამაშების ეკრანიზაციებიც საკმაოდ ბევრია, როგორც საშუალო დონის, ისე საკმაოდ კარგი და ცუდიც, კი. მუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული თამაშების მიხედვით გადაღებული ფილმები შემოსავლების კუთხით ძირითადად წარუმატებელია, კინემატოგრაფისტები მაინც არ ეშვებიან ამა თუ იმ პოპულარული თამაშის მიხედვით ბლოკბასტერისა თუ სათავგადასავლო ფენტეზის გადაღებას.  ერთ-ერთი განსაკუთრებულად მონდომებული კომპანია კი რა თქმა უნდა სტრიმინგ გიგანტი – ნეთლიქსია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო პროექტი აქვს ჩაფიქრებული.
ვიდეო თამაშების შექმნის შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმდინარეობად ყოველთვის Fighting-ი სახელდებოდა. მსგავსი ტიპის თამაშებში მოთამაშეები ირჩევენ პერსონაჟებს და შემდგომ ერთმანეთში, ძირითადად 2D სივცეში იბრძვიან. ხსენებული ჟანრის პიონერი, რა თქმა უნდა Mortal Kombat-ი და Street Fight-ია, თუმცა ის თამაში, რომელმაც ბრძოლა ჯერ, 3D გადაიტანა, ხოლო შემდგომ ათასობით საბრძოლო ხელოვნება და კომბინაცია დაამატა, Tekken-ია. 90-იანების ახალგაზრდობას განსაკუთრებულად ემახსოვრება ხსენებული თამაში, რომელიც პირველად Sony Playstation-ზე გამოვიდა  და დღემდე ახალი თაობის კონსოლებზე გამოდის. ზუსტად ამ თამაშის ეკრანიზაცია აქვს დაგეგმილი ნეთლიქს, რომლის თრეილერის პრემიერაც სულ ახლახანს შედგა:

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოთამაშში 50-მდე პერსონაჟია, ფრანჩიზის პროტაგონისტებად ჯინ კაზამა, ჰეიჰაჩი მიშიმა და კაზუია მიშიმა ითველბიან, რომელთა შესახებაც ნეთფლიქსი ქმნის საკუთარ პროექტს. პიველ რიგში რაც აღსანიშნავია, არის ის რომ დაგეგმილი პროექტი, ანიმაციური სერიალი იქნება, სადაც ახალგაზრდა ჯინ კაზამა საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება და სხვადსხვა მასწავლებლებძთან ცდილობს ივარჯიშოს, მათ შორის მის ლეგენდარულ ბაბუასთან ჰეიჰაჩი მიშიმასთან. როგორც თრეილერიდან ხედავთ, ჯინის ახალგაზრდა მასწავლებელს, Ogre ბრძოლაში ამარცხებს, რის გამოც ახალგაზრდა ჯინს ბაბუასთან გადაცხოვრება უწევს. ჰეიჰაჩი ვიდეოთამაშებში ერთგვარი ანტიგმირა, ან სულაც ანტაგონისტი და დიდი ალბათობით ეკრანიზაციაშიც ანალოგიურად იქბა. კაზუია, ჯინის გაუცხოებული მამაა, რომელსაც საკუთარი მძიმე ისტორიაა გააჩნია, როგორც საკუთარ ოჯახთან ისე მის გარეთ. რეალურად რომ ჩაუღრმავდეთ ტეკენის სამყარო ერთი დიდი სანტაბარბარაა, თუმცა საკმაოდ კარგად და ლამაზად გაწერილი. კადრში ასევე ვხედავთ ლეროი სმიტს, საბრძოლო ხელოვნების ოსტატს ნიუ-იორკიდან, რომელსაც ჰეიჰაჩი მიშიმაზე შურისძიება სურს; ჯუნ კაზამა, ჯინ კაზამას დედაა; პოლ ფენიქსი, მაღალთმიანი, მხურვალე ტემპერამენტი ბაიკერი და ძიუდოს პრაქტიკოსი; კინგი, სახელგანთქმული ნიღბიანი Wrestler-ი; ოგრე, აცტეკების მებრძოლი ღმერთი, რომელსაც რა თქმა უნდა, რაღაც კავშირები ჯინ კაზამასთან აუცილებლად ექნება, ასევე, როგორც მის იდუმალ, მისტიკურ, ძალადობრივ წარსულთან. ამასთან, თუ თრეილერთან ერთად გავრცელებულ პოსტერს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჯინს სახეზე წითელი ტატუს მსგავსი რამ უნათებს, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, როგორც მისი მამა, კაზუია დემონური ძალების დამორჩილებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად თამაშებში მოვლენები Iron Fist-ის ტურნირის ირგვლივ ვითარდება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები გამარჯვებისათვის იბრძვიან, თუმცა გამოყენებული იქნება თუ არა მსგავსი პრინცი ეკრანიზაციაში ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახენებთ, რომ Tekken ადრეც იყო ეკრანიზირებული – ანიმაციური პროექტისა და  ცოცხალი შესრულების ფილმისების სახით და მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდდა მათ გამოსვლას, პროექტებმა რაიმე აღსანიშნავ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ Tekken: Bloodline წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც სხვებმა ეს ვერ მოახერხეს.  ანიმაციური სერიალს ჯერ-ჯერობით არ მიუღია გამოსვლის კონკრეტული თარიღი, თუმცა ცნობილია, პრემიერა 2022 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შედგება.

რა ვნახეთ Netflix-ის ახალი სერიალის, TeKKeN-ის თრეილერში?